სიახლე
იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია 1 პირი - 1997 წელს დაბადებული ე.ხ.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ მარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარეს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

წყარო: police.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია