სიახლე
პროდუქტები, რომელიც ნოემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 6.3 პროცენტიანი ზრდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც ნოემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები:
  • ნიორი - 128.43%-ით;
  • საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68.29%-ით;
  • წიწიბურა - 64.92%-ით;
  • საზამთრო - 62.79%-ით;
  • ვაშლი - 45.48%-ით;
  • მსხალი - 42.65%-ით;
  • ატამი - 34.85%-ით;
  • მწვანილი - 34.21%-ით;
  • ფორთოხალი - 31.15%-ით;
  • ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 30.83%-ით.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია