პროდუქტები, რომელიც ნოემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
15:26 / 13.12.2019
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,
2019 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ
საქართველოში 0.9 პროცენტი,
ხოლო
წლიური ინფლაციის დონემ 7 პროცენტი შეადგინა.
ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან
შედარებით 0.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან
შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 6.3 პროცენტიანი
ზრდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ 10 პროდუქტის ჩამონათვალს,
რომელზეც ნოემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე
მეტად გაიზარდა ფასები:
- ნიორი -
128.43%-ით;
- საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი -
68.29%-ით;
- წიწიბურა -
64.92%-ით;
- საზამთრო -
62.79%-ით;
- ვაშლი - 45.48%-ით;
- მსხალი -
42.65%-ით;
- ატამი - 34.85%-ით;
- მწვანილი -
34.21%-ით;
- ფორთოხალი -
31.15%-ით;
- ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი -
30.83%-ით.