სიახლე
თბილისში საახალწლო ნაძვის ხეს წელსაც პირველი რესპუბლიკის მოედანზე დადგამენ
თბილისში საახალწლო ნაძვის ხეს წელსაც პირველი რესპუბლიკის მოედანზე დადგამენ. საშობაო სოფელი რესპუბლიკის მოედანზე 25 დეკემბერს გაიხსნება. სწორედ ამ დღეს განათდება საზეიმოდ მთავარი ნაძვის ხეც.

რესპუბლიკის მოედნის გარდა, საშობაო განწყობა დახვდებათ თბილისელებს და ჩამოსულ სტუმრებს ორბელიანის მოედანზე. რაც შეეხება თბილისის ქუჩების საახალწლო განათებას, ქუჩები მომავალი კვირიდან ეტაპობრივად განათდება, ხოლო რესპუბლიკის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე განათებებს 25 დეკემბერს ჩართავენ.

ცნობისთვის, მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები იტალიურმა კომპანია IDO SRL-მა დაამზადა. კომპანიამ „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგო, რომელთა ფარგლებში საახალწლოდ განათდება წმინდა გიორგის მონუმენტი, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი, ასევე დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.

ცნობისთვის, საახალწლო ღონისძიებების ჩატარებისთვის 2 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული. მერიის მიერ გამოცხადებული შესყიდვის თანახმად, მერია 2020 წლის შესახვედრად და დედაქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს, რომლებიც მათი ცნობით, წელს განსაკუთრებულად მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება.

ღონისძიებები 20 დღის განმავლობაში, 2019 წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 13 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი - 1 996 000 ლარია.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია