სიახლე
"ენერგო-პრო ჯორჯია": ენერგოკომპანიებისთვის ძალიან მძიმე წელი იყო
"ენერგო-პრო ჯორჯია" 2019 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით (12 მლნ დოლარიი) ინვესტორთა TOP10-ში მოხვდა. ამის პარალელურად, კომპანიაში ამბობენ, რომ მიმდინარე წელი ენერგოკომპანიისთვის მძიმე იყო. „ძალიან მძიმე წელი იყო ენერგოკომპანიებისთვის და ამიტომ FDI წინა წელთან შედარებით შემცირებული“, - გვითხრეს კომპანიაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე საუბრისას. BM.GE-ის კითხვაზე რატომ შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით, კომპანიაში განმარტავენ, რომ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ქვეყანაში შესასყიდი ელექტროენერგიის ფასის ზრდაა.

„ელექტროენერგიის ჰიდროგენერაცია არის შემცირებული და ამან დაარტყა ჩვენი შესყიდვის კალათას; გვიწევს იმპორტირებული და უფრო ძვირი ელექტროენერგიის შეძენა, ვიდრე გვქონდა დაგეგმილი", - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში".

ცნობისთვის: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ენერგეტიკის სექტორში $39.70 მლნ დოლარის ინნვესტიცია ჩაიდო. ზრდა წინა წელთან შედარებით 0%-ია. ჯამურად, მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7%-ით მეტია. 2019 წლის 9 თვეში საქართველოში $908.9 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2018 წელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.

წყარო: bm.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია