"ენერგო-პრო ჯორჯია": ენერგოკომპანიებისთვის ძალიან მძიმე წელი იყო
23:38 / 13.12.2019
"ენერგო-პრო ჯორჯია" 2019 წლის მე-3 კვარტალში
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით (12
მლნ დოლარიი) ინვესტორთა TOP10-ში მოხვდა.
ამის
პარალელურად, კომპანიაში ამბობენ, რომ მიმდინარე წელი
ენერგოკომპანიისთვის მძიმე იყო. „ძალიან მძიმე წელი იყო
ენერგოკომპანიებისთვის და ამიტომ FDI წინა წელთან შედარებით
შემცირებული“, - გვითხრეს კომპანიაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე
საუბრისას. BM.GE-ის კითხვაზე რატომ შემცირდა პირდაპირი უცხოური
ინვესტიციები წინა წელთან შედარებით, კომპანიაში განმარტავენ, რომ
ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ქვეყანაში შესასყიდი ელექტროენერგიის ფასის
ზრდაა.
„ელექტროენერგიის ჰიდროგენერაცია არის შემცირებული და ამან დაარტყა
ჩვენი შესყიდვის კალათას; გვიწევს იმპორტირებული და უფრო ძვირი
ელექტროენერგიის შეძენა, ვიდრე გვქონდა დაგეგმილი", - აცხადებენ
"ენერგო-პრო ჯორჯიაში".
ცნობისთვის: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე
კვარტალში ენერგეტიკის სექტორში $39.70 მლნ დოლარის ინნვესტიცია
ჩაიდო. ზრდა წინა წელთან შედარებით 0%-ია. ჯამურად, მესამე კვარტალში
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ 417.3 მლნ.
აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ
მონაცემებზე 13.7%-ით მეტია. 2019 წლის 9 თვეში საქართველოში $908.9
მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2018 წელთან შედარებით
17%-ით ნაკლებია.
წყარო:
bm.ge