მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 33 549 942 ლარს შეადგენს
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი საერთო თანხა შეადგენს 33 549 942 ლარს. ბიუჯეტი დღეს, 24 დეკემბერს, საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს

"თქვენთვის ცნობილია, რომ მარენულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და აღმასრულებელი ორგანოს ერთობლივი პრინციპით შევადგინეთ 2020 წლის გეგმა და 2021, 2022 და 2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის საპროგნოზო მაჩვენებელი. ამ შედეგებიდან გამომდინარე, მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 33 549 942 ლარს შეადგენს, რაც 2019 წლის ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 9 379 072 ლარით - თქვა საკრებულოს სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა.

2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ერთხმად დაუჭირეს მხარი ქართული ოცნების დეპუტატებმა, ოპოზიცია კი წინააღმდეგი იყო. 

24 დეკემბრის საკრებულოს სხდომას მშვიდად არ ჩაუვლია, რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება პარტია "ევროპული საქართველოს" წევრ ახმედ იმამყულიევსა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის. ერთ-ერთი სადაო საკითხი იყო რელიგიური კონფესიების დაფინანსება. 

გთავაზობთ საკრებულოს სხდომის ფეისბუკ ლაივს:




Print