სიახლე
სახელმწიფო კომპანიების ობლიგაციები 1 კვირის განმავლობაში მცირედით გაუფასურდა
2020 წელი ორივე სახელმწიფო კომპანიამ - "საქართველოს რკინიგზამ" და "საქართველოს ნავთობის დ გაზის კორპორაციამ" უარყოფითად დაიწყო, თუმცა მათი ფასიანი ქაღალდების გაუფასურება რიცხვებში საკმაოდ მცირეა. ამჟამად „საქართველოს რკინიგზის“ ერთი ობლიგაცია 109.9 დოლარი ღირს, „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ კი - 104.45 დოლარი, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ 1 წლის ჭრილში ისინი შესაბამისად, 6%-ით და 3.72%-ითაა გაზრდილი.



შეგახსენებთ, რომ არც ერთი მათგანი საფონდო ბირჟაზე არაა დალისტული და მათზე ე.წ „ over the counter” გარიგებები იდება; შესაბამისად, გაყიდული ობლიგაციების რაოდენობაზე ინფორმაცია საჯარო არაა.

წყარო: bm.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია