სიახლე
რა ეტაპზეა ახალი ზოოპარკის მშენებლობა თბილისის ზღვაზე? - "მუდმივადაა ფინანსური პრობლემა"
„დავასრულებთ პირველ ექსპოზიციას - „კავკასიას“ და გვსურს, ამის შემდეგ გავხსნათ ახალი ზოოპარკი“, - თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის გასხნის პროცესთან დაკავშირებით ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე BM.GE-ს ესაუბრა.

მისი თქმით, ახალი ზოოპარკის გახსნას ინფრასტრუქტურული მზაობა სჭირდება, მათ შორის სველი წერტილებისა და ბილიკების მოწყობა.

„ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გარკვეული მშენებლობები. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. სავარაუდო თარიღი არ არის ცნობილი; საორიენტაციო თარიღზე ახლო მომავალში ჩამოვყალიბდებით“, - განმარტა ზურაბ გურიელიძემ.

მისივე შეფასებით, პროცესში გარკვეულ სირთულეებს წააწყდნენ, თუმცა ისინი ერთდგვარად სტანდარტული სახის იყო.

„სამუშაო მიმდინარეობს შესაძლებლობის ფარგლებში. პრობლემები არის და ამას ვერაფერს ვუზამთ. მათ შორის მუდმივადაა ფინანსური პრობლემა. ახალი ზოოპარკის მშენებლობა საკმაოდ ძვირი ჯდება. გარდა ჩვენი საკუთარი ფინანსებისა, გვაქვს დაფინანსება მერიიდან“, - აღნიშნავს ზურაბ გურიელიძე.

წყარო: bm.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები