ივანიშვილი 16%-ს მოსწონს, სააკაშვილი კი 26% -ს – NDI -ის კვლევის შედეგები
ივანიშვილი 16%-ს მოსწონს, სააკაშვილი კი 26% -ს – ასეთია NDI -ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც დღეს, 16 იანვარს გამოქვეყნდა სა საზოგადოების გაწნყობას ასახავს 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში.

კვლევის მიხედვით, 49 % “ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფიდაა განწყობილი, ენმ-ს ლიდერ და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ კი ანალოგიურად განწყობილ მოქალაქეთა ციფრი კი 39%-ია.

დანარჩენი პოლიტიკური ლიდერების მიმართ განწყობა კი ასეთია:


პოლიტიკური ფიგურების რეიტინგები – NDI -ის კვლევის შედეგები 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში

NDI-ის წინა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში ჩატარებულ კვლევაში ივანიშვილის მიმართ უარყოფითად განწყობილი 39% -ი იყო, დადებითად კი 21. წინა კვლევით, სააკაშვილი 32%-ს არ მოსწონდა, დადებითად კი 31% იყო განწყობილი.


კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები