ქობულეთში „სოკარ ჯორჯია გაზის" ფილიალში თავდასხმა მოხდა
ქობულეთში „სოკარ ჯორჯია გაზის" ფილიალში თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდახსმელებმა დაცვის თანამშრომელი დააბეს და შემდეგ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს, თუმცა თანხის წაღება ვერ შეძლეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print