17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს უამრავი ცდუნება, ტყუილი და ილუზიები ახლავს. კომერციუ გარიგებებში მოსალოდნელია პარტნიორების მხრიდან უპატიოსნო დამოკიდებულება. გამორიცხული არ არის პრობლემები ოჯახურ ურთიერთობებში.


კურო

თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. დაუფიქრებლად ნუ გარისკავთ. ფულს სრულიად მოულოდნელად მიიღებთ ადამიანებისგან, რომლებთანაც სამუშაო არ გაკავშირებთ. თუ სამსახური კმაყოფილებას არ განიჭებთ, წამოსვლა არ იჩქაროთ. ძალიან მალე ყველაფერი მოგვარდება.


ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. გაოთვალისწინეთ, რომ არაკეთილმოსურნე ადამიანები თქვენს შეცდომას ელიან, რომ მიწაზე დაგცენ. დაუფიქრებლად ნურაფერს მოიმოქმედებთ. ახლობლებთან ურთიერთობაში თავშეკავება და ტაქტი გმართებთ.


კირჩხიბი

თქვენი ფინანსური მდგომარეობა უცვლელია.თავი შეიკავეთ რისკისა და კომერციულ ოპერაციებისგან. ეს სათქვენო საქმე არ გახლავთ. შესაძლოა, საკუთარი სამსახური არ გხიბლავთ, მაგრამ წამოსვლა მაინც არ უნდა იჩქაროთ, რადგან თქვენთვის მოსაწონი სამსახურის შოვნა შესუძლებელია.


ლომი

ხელსაყრელი დღეა სულიერი განვითარებისთვის. კარგი იქნება თუ ნაკლებს იაქტიურებთ და სხვების ამბიციებს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ - დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.


ქალწული

დღის პირველ ნახევარში წარმატება გელით. რასაც ხელსმოკიდებთ, ყველაფერს ადვილად გაართმევთ თავს, თუმცა ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ - ისინი უსაზღვრო არ გახლავთ. ზედმეტმა აქტიურობამ შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, ფეხი დაგიდონ. ფრთხილად იყავით და ყურადრება არ მოადუნოთ.


სასწორი

ყველაფერს, რასაც ამ დღეს ხელს მოკიდებთ, წარმატებით გაართმევთ თავს. მეგობრების სტუმრობა უამრავ სასიამოვნო წუთს მოგანიჭებთ. ისწავლეთ იმით ტკბობა. რასაც ცხოვრება გთავაზობთ.


მორიელი

ყველა თვალსაზრისით უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საქმიან ქაღალდებთან მუშაობას. ნუ ენდობით მიღებულ ინფორმაციას. ვიღაც შეეცდება დაგაზიანოთ. თუი საშუალება მოგეცათ დღის მეორე ნახევარი ბუნებაში გაატარეთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობას.


მშვილდოსანი

ვარსკვლავების განლაგება ისევ არახელსაყრელია, თუმცა შანსი გაქვთ, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. შესაძლოა, ახალი ნაცნობის წყალობით პროფესიულ საქმიანობაში უდიდეს წარმატებას მიაღწიოთ. ამ დღეს შეგიძლიათ სამსახურში ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე რთული საქმე შეასრულოთ, თუმცა პირად ურთიერთობაში ცრემლები და იმედგაცრუება გელით.


თხის რქა

შესანიშნავი დღეა კარიერული წინსვლისა და მატერიალური პრობლემების მოგვარებისთვის. განსაკუთრებულად წარმატებული იქნება დღე შემოქმედებითი პროფესიის თქის რქებისთვის. ეცადეთ მეტი პრაგმატიზმი გამოიჩინოთ და ცივი გონებით იმოქმედოთ და თქვენი ყველა წამოწყება სასურველ შედეგს მოიტანს. გამორიცხული არ არის, რომელიღაც ნათესავმა დახმარება გთხოვოთ და უარს ნუ ეტყვით.


მერწყული

კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია ნერვიულობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ერიდეთ კამათს, დისკუსიებს და მძიმე ფიზიკურ შრომას. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და მოქმედებები.ახლა ყველაზე მეტად სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ.


თევზები

დახმარების თხოვნაზე უარს ნურავის ეტყვით. თავს ბედნიერად მხოლოდ მაშინ იგრძნობთ, თუ ცხოვრების საქმეს იპოვით. მამაკაცებს ვურჩევთ საკუთარ ქალებს მეტი ყურადღება მიაქციონ დედა იქნება ეს, ცოლი, და თუ შვილი. კარგი იქნება თუ პროფილაქტიკური მკურნალობის კურსს ჩაიტარებთ. სასურველია წყლის პროცედურები.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები