სიახლე
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, დაზიანებები მიიღო ლევან ხაბეიშვილმა [ვიდეო]
დედაქალაქის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. დაზიანებები მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

ინციდენტის შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„ფაქტია, ბევრი არიან და მათი სტილი ხომ არის ლაჩრობა, ზურგიდან მოპარვა. ერთ ადამიანს ფაქტობრივად რამდენიმე „ქოცი“, სვავი პირდაპირი მნიშვნელობით, დამესია. მინდა, ვუთხრა მათაც და საზოგადოებასაც, უკაცრავად, მაგრამ ვინმეს თუ ჰქონია, ჩემი თვალი ან შუბლი არის პრობლემა ძაან ცდება. მე ჩემი ცხოვრება მაქვს გადადებული, ჩემი ოჯახი, ჩემი დედა, მშობლები, შვილები, გადადებული მაქვს მთელი ჩემი ცხოვრება ბიძინა ივანიშვილთან, კალაძესთან და ამ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში. ერთი-ერთზე ვერ მერევიან, ეგეთი მაგარი ბიჭები ვერ არიან, ათნი მერევიან. უნდა იცოდეს ხალხმა, რატომ დამარტყეს თვალზე, რატომ შემდგნენ წიხლებით, რა იყო მათი მზიანი – როგორ დავიცავი, როგორ გავბედე და ვთქვი ერთ-ერთ ტელევიზიაში, რომ დამლაგებლებს 8 ლარი აქვს ანაზღაურება, დღეში 3 დოლარი და მონებად ამუშავებენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია