სიახლე
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ერთ ღამეში 56-დან 80-მდე გაიზადა
ჩინეთში, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა ერთ ღამეში 56-დან 80 ადამიანამდე გაიზადა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინეთის ჯანდაცვის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ვირუსით დაინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 30 პროცენტით - 2,744-მდე - მოიმატა.

ჰონგ-კონგში ვირუსის 6 შემთხვევა დაფიქსირდა და დღეიდან იქ იმ ადამიანების შესვლა აიკრძალა, რომლებიც ბოლო 14 წლის მანძილზე ჰუბეის პროვინციაში არიან ნამყოფები, თუმცა აკრძალვა ჰონგ-კონგის მცხოვრებლებს არ ეხებათ.

ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუირების პროცედურა დაიწყეს საფრანგეთმა, იტალიამ, იაპონიამ და შეერთებულმა შტატებმა.

დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
| Print |