ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში "კორონავირუსთან" დაკავშირებით მგზავრებს ამოწმებენ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში "კორონავირუსთან" დაკავშირებით მგზავრებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ექიმები ამოწმებენ.

როგორც ექიმები აცხადებენ, შემოწმება რამდენიმე დღის წინ დაიწყო, თუმცა შემოწმებულ მგზავრებში "კორონავირუსის" დამახასიათებელი სიმპტომი, მაღალი სიცხე არ გამოვლენილა. მათი თქმით, ქუთაისში მგზავრების შემოწმება იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს.

აეროპორტში ვირუსთან დაკავშირებით ბუკლეტებს არიგებენ.

"აეროპორტში ჩვენი სამსახური ჩაერთო "კორონავირუსის" გამოვლენის საქმეში. ვამოწმებთ ყველას, ვისაც აქვს კონტაქტი იმ ქვეყნებთან, სადაც ეს ვირუსი დაფიქსირდა. ამ ეტაპზე შემოწმებული გვყავს 10 მგზავრი. აქედან ზოგი თავისით მოვიდა და გვთხოვა შეგვემოწმებინა, რადგან მათ გაიარეს ჩინეთში. არცერთ მგზავრში საბედნიეროდ, არ გამოვლინდა მაღალი ტემპერატურა და "კორონავირუსი". ზოგადად საქართველო ითვლება დაბალი რისკის ქვეყნად ამ ვირუსთან მიმართებაში. ვიდრე საფრთხე იარსებებს, მსგავსი ტიპის შემოწმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპოტრში გაგრძელდება", - განაცხადა ექიმმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print