29-30 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა, მთაში კი თოვლია მოსალოდნელი
28 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში და მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print