კახეთში ავარიის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა
გურჯაანი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე, გუშინ, 26 იანვარს ავარიის შედეგად 24 წლის კაცი და მისი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდა მესამე პირიც, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხომბს, რამაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

წყარო: ნეთგაზეთი
Print