სიახლე
„ჯიპა მედია ლაბ“-ის მონაწილეებმა საპროექტო იდეები წარადგინეს
9 თებერვალს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მოსწავლეებმა „ჯიპა მედია ლაბ“-ის ფარგლებში მომზადებული პროექტების პირველადი წარდგენა გამართეს. პირველი ადგილი დაიკა მარნეულში მცხოვრებმა გულგუნ მამედხანოვამ, საქინა რუსტამოვამ და სალათინ სალაჰლიმ, რომლებმაც პროქტი „შუაგზაზე დარჩენილი ოცნებები“ წარადგინეს.

მეორე ადგილი დაიკავა სახავათ ილიასოვიმ, აიხან ფაშაევმა, ტურგაი დემირჩელოვმა, ტაიფუნ ფაშაევმა. მათ პროექტი წერილი მომავალ თაობას წარადგინეს.

მესამე ადგილზე კი პროექტი „სინამდვილეში მათ გარეშე შეუძლებელია“ გავიდა, რომელიც ჰურნისა ეჰმედოვამ, აიშე ნეჯებოვამ, აისუნ ეჰმედოვამ, თუჩე ეფენდიევმა წარადგინა.

პროგროგრამის ფარგლებში სულ 13 პროექტი მომზადდა, სადაც მონაწილეობა მარნეულის რამდენიმე სოფლის ახალგაზრდამ მიიღო. გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.




FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია