სიახლე
12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები ახლავს. ადამიანებთან ურთიერთობაში მეტი თავშეკავება და წინდახედულება გმართებთ. ერიდეთ ადამიანებს, რომლებსაც არ ენდობით, თუნდაც მათთან მრავალწლიანი მეგობრობა გაკავშირებდეთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს გონიერებაზე არის დამოკიდებული ყველა საქმის წარმატება. აკონტროლეთ საკვების ხარისხი და თავი შეიკავეთ სპირტიანი სასმელების მიღებისგან.


კურო
შესაძლოა, ახლო ნათესავებმა პრობლემა შეგიქმნან. ეს საქმე შეიძლება დიდი სკანდალით დასრულდეს, ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს მოიმოქმედებთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე - ნერვიულობამ შეიძლება, უამრავი პრობლემა მოგიტანოთ.


ტყუპები
ამ დღეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები ახლავს. ყველაფერი ისე არ გამოგდით, როგორც გსურდათ. ოჯახის წევრები უკმაყოფილო არიან, რომ მათთან ცოტა დროს ატარებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კარგად გაიაზროთ ფინანსებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ. ახლობელი ადამიანების სიყვარული და ერთგულება უსიამოვნებებისგან დაგიცავთ.


კირჩხიბი
ბედის უეცარი შემობრუნება გელით. ფულის შოვნის შანსი გაგიჩნდებათ. სარისკო საქმემ შესაძლოა, დიდი ფული მოგიტანოთ, მაგრამ შეიქმნება კონფლიქტური სიტუაცია, რომელსაც სახიფათო შედეგები მოჰყვება. იფიქრეთ საყვარელ ადამიანებზე და საღამო მათთან ერთად გაატარეთ.


ლომი
თქვენი სიამაყე და პრეტენზიული ხასიათი ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება. მოისალოდნელია კვებითი ინტოქსიკაცია, ამიტომ აკონტროლეთ საკვების ხარისხი და ერიდეთ სპირტიან სასმელებს.


ქალწული
ამ დღეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები ახლავს. გამორიცხული არ არის, რომ ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანებთან, რომლებსაც დიდი ხანია დაკარგულებად მიიჩნევთ. ფრთხილად იყავით. შეიძლება სწორედ ამ ადამიანებმა გიღალატონ.


სასწორი
ამ დღეს სარისკო საქმე მოგებას ვერ მოგიტანთ. უინიციატივო და სუსტი ნებისყოფის ადამიანებს პარტნიორებთან კონფლიქტი, მატერიალური მდგომარეობის გაუარესება და ჯანმრთელობის პრობლემები ელით.


მორიელი
ოჯახური დასვენებისთვის ხელსაყრელი დღეა. კარგი იქნება, ოჯახთან ერთად ბუნებაში გაისეირნოთ. თუ ურთიერთოიბაში სირთულეები გაჩნდა, გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი ბრალი იქნება.


მშვილდოსანი
მშვილდოსანი მამაკაცების უმეტესობა ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან სიყვარულს იგრძნობს. ხალისიანი განწყობა საღამოს შესაძლოა, პარტნიორთან კამათმა გაგიფუჭოთ. ყველაფერი კი უმცირესი კრიტიკული შენიშვნის გამო დაიწყება. მოსალოდნელია ტრამვა ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა. ერიდეთ სპირტიან სასმელებს.


თხის რქა
ამ დღეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები ახლავს. მოსალოდნელია მატერიალური პრობლემები, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება.


მერწყული
ყველაფერი ისე არ გამოგდით, როგორც გსურდათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კარგად გაიაზროთ ფინანსებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ. ახლობელი ადამიანების სიყვარული და ერთგულება უსიამოვნებებისგან დაგიცავთ.


თევზები
გირჩევთ, მკლავები დაიკაპიწოთ და ახალი, პერსპექტიული საქმის კეთებას შეუდგეთ, რომელიც სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ. გახსოვდეთ, წარმატებისთვის მონდომება, პრინციპულობა და დისციპლინა დაგჭირდებათ. სწრაფი შედეგის იმედი ნუ გექნებათ. ერიდეთ რომანტიკულ თავგადასავლებს - ამას შეიძლება არასასურველი შედეგი მოჰყვეს.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია