სიახლე
ტრამპმა ჩინეთთან ურთიერთობები შეაფასა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აზრით, ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემია, რომელიც ჩინეთში მძვინვარებს, სავარაუდოდ აპრილში დასრულდება. ტრამპმა, ნიუ-ჰემფშირში ხვალისათვის დაგეგმილ პრაიმერის მიტინგამდე, ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობები და კორონავირუსის ეპიდემია Fox TV–სთან საუბარში შეაფასა და თქვა, რომ ჩინეთი, ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ძალიან პროფესიონალურად მოქმედებს.

”მე მჯერა, რომ ჩინეთი მალე აიყვანს ამ ვირუსს კონტროლზე. აპრილში, ჰაერის დათბობით, კორონავირუსის ეპიდემია დასრულდება,” - ხაზგასმით განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, აშშ-მა, ჩინეთის უხანის რეგიონში, სადაც ვირუსი გავრცელდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები გააგზავნა და საერთოდ, ამ საქმეში ჩინეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.

”მე ვფიქრობ, რომ ვირუსი გავლენას არ მოახდენს ჩინეთის მხრიდან აშშ-ისგან საქონლის შეძენაზე. ჩინეთი ძალიან ბევრს მუშაობს, რომ ვირუსი გაანადგუროს. ჩვენ კი მათთან ხშირი კონტაქტები გვაქვს,” - აღნიშნა ტრამპმა.

წყარო: trt.net.tr/georgian
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია