2019 წელს იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობამ წინა წელთან შედარებით იკლო
საქართველოში 2019 წელს იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობამ 2018 წელთან შედარებით იკლო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2018 წლის განმავლობაში საქართველოში 6843 მარჯვენასაჭიანი ავტომანქანაა იმპორტირებული, ხოლო 2019 წელს - 5124, რაც 1719-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობას, 2020 წლის იანვრის თვეში საქართველოში 423 ავტომანქანა (მსუბუქი/სამგზავრო/სატვირთო/სპეციალიზებული) შემოვიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საშუალო სტატისტიკური ცდომილების ზღვარი +/-2,5%-ია.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print