რუსთაველ მამაკაცს მერვე დღეა ეძებენ [photo]
რუსთავში, 63 წლის გრიგორი სოლოვიოვს ოჯახის წევრები უკვე მერვე დღეა ეძებენ.

"ინფო რუსთავთან" საუბარში, დაკარგულის ნათესავი აცხადებს, რომ მამაკაცი, მე-19 მიკრორაიონიდან, საცხოვრებელი სახლიდან 4 თებერვალს 19:45 საათზე გავიდა.

"4 თებერვალს გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა, არც სამსახურში მისულა. აზოტის გაჩერებაზე ჩავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. მას ეცვა შავი ჯინსის შარვალი, მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი და ეფარა შავი ქუდი", - აცხადებს დაკარგული მამაკაცის ნათესავი.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით, ასევე შექმნილია ძებნის საქმე და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები.

იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცს სადმე შეამჩნევთ, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე 577 013 272 , 558 599 489 ან დაუკავშირდით პოლიციას 112-ზე.



წყარო: inforustavi.ge
Print