ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, ორთაჭალაში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რუსთავის სამგზავრო მინივენი და "ოპელი"-ს მარკის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწარაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, პაციენტებს სამედიცინო დაზმარება ადგილზე აღმოუჩინეს და მათი კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

შსს-ში "ინფო რუსთავს განუცხადეს რომ მძღოლი ადმინისტრაციულად დაჯარიმდა.

წყარო: inforustavi.ge
Print