სიახლე
იანვარში ექსპორტი 10%-ით, $262 მილიონამდე გაიზარდა
საქსტატმა დღეს 2020 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი მონაცემები გამოაქვეყნა.

"დოკუმენტის მიხედვით, იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $882.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $262.6 მილიონი დოლარი იყო (10.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი $619.7 მილიონი დოლარი (3.9 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარში 357.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

საქსტატის მონაცემები მხოლოდ წინასწარ მაჩვენებლებს მოიცავს, შესაბამისად ამ დროისთვის უცნობია თუ რომელი საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა ექსპორტის მოცულობის 10%-იანი ზრდა.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 თებერვალს გამოქვეყნდება.

წყარო: bm.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები