საპენსიო სააგენტოს დირექტორობა 120 კანდიდატს სურს - დირექტორს სამეთვალყურეო საბჭო შეარჩევს
საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანსიაზე სულ 120 განცხადება შევიდა. პრეტენდენტების ვინაობა კონფიდენციალურია. განცხადებების მიღების ვადა 31 იანვარს ამოიწურა.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, კანდიდატთა დოკუმენტაცია უკვე გადაეგზავნა სამეთვალყურეო საბჭოს, რომელშიც შედის ეკონომიკის, ფინანსთა, ჯანდაცვის მინისტრები და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე - ოლივიერ რუსო. პროცედურების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეარჩიოს და დანიშნოს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორი ინიშნება 5 წლის ვადით.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10,000-დან 15,000 ლარამდეა.

რაც შეეხება სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის დანიშვნას, BMG-ის ინფორმაციის თანახმად, საინვესტიციო საბჭოს მიერ უკვე შერჩეულია რამდენიმე კანდიდატი, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება და დაახლოებით სამიდან ოთხ კვირამდე ვადაში გაცხადდება მისი ვინაობა და მოხდება დანიშვნა.

საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდის მიხედვით, 2020 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით, სახელმწიფო საპენსიო ფონდის მოცულობა 581 მილიონ ლარს შეადგენს.

წყარო: bm.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები