საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
თოვლის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი)
საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია
მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,
ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში,
მხოლოდ ზვავ დამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო
ზედამხედველობით და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.