რეკორდული რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება
კაფიკულეს საბაჟო პუნქტზე, თურქეთის კონტრაბანდისა და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სატვირთო ავტომობილის მძღოლი დააკავეს, რომელსაც საქართველოს მიმართულებით 2 ტონა და 70 კილოგრამი კანაფი გადმოქონდა.

როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული ნივთიერებების ძიება-აღმოჩენაზე ძაღლები მუშაობდნენ, რის შემდეგაც საეჭვო ტომარები გაიხსნა და შემოწმდა.

ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ იტალიიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მიმართულებით 213 ტომრით, 2 ტონა და 70 კილოგრამი, დაახლოებით 124 მილიონი ლირის ოდენობის კანაფი გადმოქონდა.

წყარო: inforustavi.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები