დმანისში, სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა. ქალის ცხედარი დილით იპოვეს, რომელსაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print