ქვემო სარალის საჯარო სკოლაში შეშის ღუმელით თბებიან
სოფელ ქვემო სარალის სკოლის კლასებში სიცივე მასწავლებლებს, მშობლებს და მოსწავლეებს აწუხებს.

მოსწავლეების თქმით, კლასების შეშის ღუმელით გათბობა საკმარისი არაა, სიცივე კი განათლების მიღებაზეც აისახება.

"როცა ქარია და წვიმს ღუმელიდან კვამლი კლასში შემოდის და მერე მთელი დღე კვამლის სუნი აგვდის"- გვეუბნება მე-11 კლასის მოსწავლე ლამან ნაბიევა

ქვემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე დილგამ განიევი აცხადებს, რომ კლასები ძალიან დიდია და შიშით გათბობა რთულია.

"გათბობის სისტემა რომ არაა შეშით ვათბობთ. ისიც სველია და კვამლი ამოდის. კლასებს აფუჭებს და კარგად არ ინთება. რადგან სიცივეა მოსწავლეები კლასში პალტოთი და ქუდით სხედან"- ამბობს დილგამ განიევი

როგორც ქვემო სარალის სკოლის დირექტორმა ნანა პაკელიანმა რადიო "მარენულთან" საუბრისას თქვა, განათლების სამინისტრომ გასულ წელს სკოლაში კარ-ფანჯრები შეცვალა, წელს, გაზაფხულს, კი ცენტრალური გათბობის დამონტაჟებაც იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ქვემო სარალის საჯარო სკოლაში 162 მოსწავლე სწავლობს.

რადიო „მარენული“












Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები