მარნეულის მერია 15 წარმატებულ სტუდენტს ყოველწლიურად 1000 ლარით დააჯილდოვებს
მარნეულის მერია 15 წარმატებულ სტუდენტს ყოველწლიურად 1000 ლარით დააჯილდოვებს. ინფორმცია მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა 2020 წლის ახალგაზრდული პროგრამების წარდგენისას თქვა და აღნიშნა, რომ მათი ჯილდო სტუდენტებს მოტივაციას გაუზრდის. ფულადი პრიზის მისაღებად სტუდენტებმა გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ.

„შერჩევის კრიტერიუმები შემდეგია: აუცილებელია, რომ აკრედიტებული სასწავლებლის სტუდენტი ა იყოს, მაღალი აკადემიური მოსწრება (არანაკლებ 91 ქულა)უნდა ჰქონდეს. პროექტებში და სხვადასხვა კონფერენციებში ჩართული სტუდენტები ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება. მოტივაცია ერთ-ერთი ის არის, რომ სტუდენტი უნდა იყოს აქტიური. ასევე, საჭირო იქნება სამოტივაციო წერილის დაწერა“ - თქვა ზაურ დარგალმა

როგორც ზაურ დარგალმა თქვა, ფულადი ჯილდო მარნეულელ წარმატებულ სტუდენტებს, სავარაუდოდ, ახალი წლის ღამეს გადაეცემათ. მერმა განმარტა, რომ წარმატებული სტუდენტების გამოვლენა ტრადიციად იქცევა.

ფოტო: მარნეულის მერია
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები