სოფელ ყარაჯალართან ტყეში, დამწვარ ავტომობილში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
21:36 / 17.02.2020
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალართან
მისასვლელ გზაზე, ტყეში სამართალდამცველებმა დამწვარი ავტომანქანა
ნახეს.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იყო, რომელიც
ტაქსის მძღოლია.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ავტომანქანას
ცეცხლი წაუკიდეს.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას
გულისხმობს.