მამუკა მდინარაძე - ერთ მომიტინგეზე მოდის ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და ათი პოლიციელი
საქართველოს პარლამენტი არის მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ეზოში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე ისაუბრა.

„დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა არის არჩილ თალაკვაძის ანგარიში და სჯობს, მოუსმინონ პარლამენტის თავმჯდომარეს, სინამდვილეში რას აკეთებს პარლამენტი და როგორ მუშაობს. უამრავ საქმეს აკეთებს პარლამენტი და მოქალაქეების საჭიროებაზე ორიენტირებულ უამრავ კანონპროექტს იღებს. სჯობს, ამას მოუსმინონ. ერთ მომიტინგეზე მოდის ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და ათი პოლიციელი. უკვე უხერხულია. ამ ადამიანებს შეგნებულად თუ შეუგნებლად ჟურნალისტები ეხმარებიან, რომ პერფორმანსები დაიდგას, ამიტომ ამობრძანდით პარლამენტში და ყველაფერზე გიპასუხებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

წყარო: პირველი არხი
Print