სიახლე
საქართველოში დღეიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
საქართველოში დღეიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს, ხოლო 19-20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

„თბილისში 18-20 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი კი +12, +14 გრადუსამდე გათბება“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია