სიახლე
სოფელ ყარაჯალარში მოკლული ტაქსისტის საქმეზე 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელმაც გუშინ, 17 თებერვალს გარდაბნის მუნიციპალიტეტ სოფელ ყარაჯალარში ტაქსის მძღოლი მოკლა და შემდეგ მისი ავტომანქანა დაწვა.
ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღნიშნულ ფაქტზე 1997 წელს დაბადებული, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლები ნ.ხ განზრახ მკველობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის მძღოლს – 1956 წელს დაბადებულ დ.შ.-ს სხეულზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოკლულის ავტომობილში მოათავსა, ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – წერია განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს და ითვალისწინებს სასჯელს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია