სიახლე
პარლამენტმა გენპროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნას მხარი დაუჭირა
82 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დანიშვნას მხარი დაუჭირა. შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 6 წლით აირჩიეს.

დღეს დილიდან, ირაკლი შოთაძის კანდიდატურის გასაპროტესტებლად პარლამენტთან შეკრებილი იყო ოპოზიცია. მათ სირცხვილის კორიდორები მოაწყვეს.

შოთაძის კანდიდატურის მიმართ უარყოფითად არიან განწყობილი სამოქალაქო სექტორში. არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს საპროკურორო საბჭოს, მხარი არ დაეჭირათ შოთაძის კანდიდატურისთვის. მათი თქმით, შოთაძეს დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა და მის საქმიანობასთან დაკავშირებით დღემდე არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები. შოთაძის კანდიდატურის წინააღმდეგ პროკურატურასთან გაიმართა აქციებიც.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს წავიდა. ეს გადაწყვეტილება შოთაძემ სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაწყებული პროტესტის შემდეგ მიიღო.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ბოლო გენპროკურორმა, შალვა თადუმაძემ პოსტი დატოვა. შემდეგ კი ის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს.

წყარო: puplika.ge
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია