მიუსაფარი ძაღლების გულშემატკივარი მასწავლებელი
მარნეულის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა დღემდე აქტუალური რჩება. ადგილობვრივი თვითმმართველობა წლებია თავშესაფრის მომსახურეობისთვის ტენდერს ერთი და იმავე კომპანიას უფორმებს. მდგომარეობა კი უცვლელია.

ოთხი წელია ნატო სამხარაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის საჯარო სკოლაში ასწავლის და მიუსაფარი ძაღლებს უვლის. ცხოველებს ხშირად ასმევს სამკურნალო აბებს. ცხოველების სიყვარული ქართული ენის მასწავლებელმა მოსწავლეებსაც გაუღვივა.

პედაგოგის ნაჩუქარ ცხოველებს რამდენიმე ადგილობრივი დღემდე უვლის. რადიო "მარნეული" ვიდეოისტორით გაგაცნობთ მიუსაფარი ძაღლების გულშემატკივარ მასწავლებეს.


Print