მარნეულის მერმა სასწრაფო-სამედიცინო ცენტრები და ამბულატორიები მოინახულა
მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მარენეულში ახლადაშენებული სამი სასწრაფო-სამედიცინო ცენტრი და სოფლებში არსებული ამბულატორიები მოინახულეს.

„მარნეულში სამი ახალი სასწრაფო-სამედიცინო ცენტრი აშენდა. ესაა სოფელ სადახლოში, სოფელ შაუმიანსა და სოფელ ქუთლიარში. ასევე, ქალაქ მარნეულში აშენდა ახალი სასწრაფოს შენობა, რომლის გახსნასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ და ასევე, დავათვალიერეთ ამბულატორიები, რომლებიც სოფლებში გარემონტდა, და უკვე მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ ეს სერვისები“ - გვითხრა ზაურ დარგალმა

სოფელ წერეთლისა და საიმერლოს ამბულატორიები ერთ შენობაში, სოფელ წერეთელში, მდებარეობს. სოფელ საიმერლოში ამბულატორია ძველი ბაგა-ბაღის შენობის მეორე სართულზე ფუნქციონირებდა, შენობის ავარიული მდგომარეობის გამო კი მისი გადატანა წერეთელში გახდა საჭირო.

როგორც საიმერლოს უბნის ექიმმა ლია ზაქაიძემ თქვა, საიმერლოს საექიმო უბანი (ამბულატორია) დაახლოებით 2 000 მოსახლეს ემსახურება.

„ჩვენი ამბულატორიული სამსახური არის ჯანდაცვის პირველადი რგოლი ამიტომ, ძალიან ბევრ პრევენციულ ღონისძიებას ვასრულებთ, როგორიცაა, სკრინინგები C ჰეპატიტის, ტუბერკულიოზის. ასევე, ვასრულებთ იმუნიზაციის მოდულებს ჯანდაცვის სამინისტროსათვის“ - გვითხრა ლია ზაქაიძემ

მარენულის მერმა რადო „მარნეულთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად გეგმავს მარენულის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის აშენებას.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები