თბილისში, ქვემო ალექსეევკის დასახლებაში ხანძარია
თბილისში, ქვემო ალექსეევკის დასახლებაში ხანძარია.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იწვის სასაწყობე ფართი. მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები