თემურ აბაზოვს მარნეულის მერიისაგან განაცდურის აღება ჯერ არ მოუთხოვია
მარნეულის ყოფილ მერს თემურ აბაზოვს მარნეულის მერიისაგან განაცდურის გადახდა ჯერ არ მოუთხოვია. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარენულს“ მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა დაუდასტურა.

თემურ აბაზოვი სასამართლომ მარნეულელი ელჩინ ალაჰვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამინური მოპყრობის ფაქტზე გაამართლა. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა იმის ვარაუდის მიზეზი, რომ აბაზოვი მარნეულის მერიისაგან განაცდურს მოითხოვს, რადგან მან ერთხელ უკვე მოითხოვა 32 000 ლარის გადახდა.

მარნეულის ყოფილი მერი და მისი უფლებადამცველი რადიო „მარენულის“ ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ.

თემურ აბაზოვი 7 თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. სასამართლომ აბაზოვი 2018 წლის 13 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ხოლო 2019 წლის 12 თებერვალს მარნეულის საკრებულომ, აბაზოვის განცხადების საფუძველზე, მას მერის მოვალეობა შეუწყვიტა.

აბაზოვი იმ 7 თვის განაცდურის აღებას ითხოვდა, რომელიც წინასწარი პატიმრობისას, უფლებამოსილების შეჩერების გამო, ვერ აიღო. მარნეულის ყოფილი მერის განცხადება ცნობის სახით საკრებულომ 2019 წლის 13 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო. საკითხის განხილვა მერიას დაევალა და უარყოფითი გადაწყვეტილებაც თავად მიიღეს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები