სოფელ ქუთლიარის ახალ პარკში რკინის ღობის მხოლოდ ერთი ნაწილია აღდგენილი
ქუთლიარში ორი ფანჩატურისაგან შემდგარი პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

პარკის მოწყობის სამუშაოების შემსრულებელმა ინდივიდუალურმა მეწარმემ რკინის ღობეებიც შეცვალა. გზის პირას მდებარე რკინის ღობის მხოლოდ ნაწილია განახლებული, მეორე მხრიდან მდებარე ჯებირი კი მოხსნილია და თუთის ხეზეა მიყუდებული.

ღობის მოხსნამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი სამუშაოების შემსრულებელი კომპანიისაგან ითხოვენ, რომ მოხსნილი რკინის ღობე კუთვნილ ადგილას დააბრუნონ.




ქუთლიარის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ბახტიარ ჰურიანოვმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში პარკის ღობის განახლება გათვალისწინებული არაა. მან ასევე აღნიშნა, რომ 5 თებერვალს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ ქუთლიარში მოსახლეობასთან შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე მარნეულის მერს ზარუ დარგალს პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. მერი კი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ახლო მომავალში რკინის ღობეს აღადგენენ.



აღსანიშნავია, რომ მერიამ ქუთლიარში პარკის მოწყობის სამუშაოებისთვის 11 787 ლარი დახარჯა. ტენდერშ ინდივიდუალურმა მეწარმემ გულვერ შუბითიძემ გაიმარჯვა. მან პარკის მოწყობის სამუშაოები 30 დღეში დაასრულა.

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები