20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


შესანიშნავი დღეა თქვენი მდიდარი ფანტაზიის გამოსავლენად. მოაწყვეთ პატარა ოჯახური დღესასწაული, რომელიც ძალიან დიდხანს დაგამახსოვრდებათ.


კურო


სიფრთხილე გამოიჩინეთ სამომავლო გეგმებზე ფიქრის დროს და ეცადეთ ილუზიებს არ აჰყვეთ. კარგი იქნება თუ რჩევას ახლობელ ადამიანებს ჰკითხავთ.


ტყუპები


მოსალოდნელია პრობლემები პროფესიულ საქმეებში. თქვენი ნებისმიერი მოქმედება შეიძლება თქვენ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს, ამიტომ თავი შეიკავეთ რადიკალური გადაწყვეტილებებისა და კოლეგებთან ურთიერთობის გაფუჭებისგან. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობას. სუფთა ჰაერზე სრულფასოვანი დასვენება და მეგობრებთან საუბარი დაძაბულობას მოგხსნით.


კირჩხიბი


პროექტი, რომელზეც ახლა ფიქრობთ, მხოლოდ თქვენი მდიდარი წარმოსახვის ნაყოფია. ილუზიებს ნუ აჰყვებით და საკუთარი იდეები ლოგიკურად შეაფასეთ. ამ დღეს დიდი ხორიცელი ცდუნება გელით.


ლომი


ამ დღეს ხელსაყრელია მოგზაურობა, სეირნობა და თანამოაზრეებთან ერთად აქტიური დასვენება. გამორიცხული არ არის, რომ საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელიც ძალიან დიდი ხნით გაგიტაცებთ. ხელსაყრელი დღეა სახლის მოწესრიგების, კეთილმოწყობისა და რემონტისთვის.


ქალწული


კრიტიკული დღეა. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციებს არ აჰყვეთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ კარგი იქნება, თუ პროფილაქტიკურ ზომებს მიმართავთ და აუზზე წახვალთ. წყალი ერთდროულად დაგამშვიდებთ და გაგამხნევებთ.


სასწორი


ცდუნებების დღეა. ოჯახში მცირე უსიამოვნება გელით. ეცადეთ, მოთმინებით აღიჭურვოთ. კარგი იქნება, თუ გულის კარნახით იხელმძღვანელებთ და არა რკინის ლოგიკით და ცივი ანგარიშით.


მორიელი


ამ დღეს პირად ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები გელით. ეს შეიძლება, ახლობელი ადამიანის მიმართ შეუსრულებელ ვალდებულებას უკავშირდებოდეს. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი ყველა მოქმედება ცუდად შემოგიბრუნდეთ. თავი შეიკავეთ რადიკალური გადაწყვეტილებებისგან, თორემ პარტნიორთან ურთიერთობას საბოლოოდ გაიფუჭებთ.


მშვილდოსანი


კარგი დღეა შემოქმედებითი პროფესიის მშვილდოსნებისთვის. ისინი დაგროვებულ საქმეებსაც გაუმკლავდებიან და საკუთარ პოზიციებსაც გაიმტკიცებენ. თქვენი მისამართით გამოვლენილი უსამართლობა მწყობრიდან გამოგიყვანთ. გახსოვდეთ, რომ ბრაზით და აგრესიით პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია. პირად ცხოვრებაში სასიხარულო სიახლე გელით. შეგიძლიათ, მომავალს ოპტიმიზმით უყუროთ.


თხის რქა


კრიტიკული დღეა. ვენერა რეგრესულ მოძრაობას იწყებს. სატურნის გავლენა საყვარელ ადამიანთან კამათს და სკანდალს გამოიწვევს. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ურთიერთიბა გაწყდება თუ არა. ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ, რადგან სიტუაცია თქვენგან მაქსიმალურ თავშეკავებას მოითხოვს.


მერწყული


მოსალოდნელია ტრამვები ან ქრონიკული დაავადების გამწვავება. თავი შეიკავეთ ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვისგან და მძიმე გონებრივი სამუშაოსგან. შესაძლოა, იმ ადამიანების ძლიერი გავლენის ქვეშ აღმოჩნდეთ, რომლებთანაც ურთიერთობთ. ქალებს ვურჩევთ, თავი შეიკავონ რომანტიკული თავგადასავლებისგან, რომლებსაც არასასურველი შედეგები მოჰყვება.


თევზები


მძიმე დღეა. გარშემო მყოფებთან კონფლიქტი გელით, რომელიც თქვენ საზიანოდ გადაწყდება. ნუ ინერვიულებთ, თქვენ გვერდით საიმედო მეგობრები არიან, რომლებიც განსაცდელში არ მიგატოვებენ. გირჩევთ, პრობლემების მოგვარება სამომავლოდ არ გადადოთ.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები