ირანში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა
10:52 / 20.02.2020
ირანში ახალი კორონავირუსით ორი ადამიანი
გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია
ავრცელებს.
სააგენტო „ირნას“ ცნობით, ორივე ინფიცირებული ირანის მოქალაქე
იყო.
მანამდე, ირანის ჯანდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ქალაქ ყუმში,
რომელიც თეირანიდან სამხრეთით, დაახლოებით 140 კილომეტრში მდებარეობს,
კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა.