ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 118-მდე გაიზარდა
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 114 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და მსხვერპლის საერთო რაოდენობა 2 118-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ბოლო დღის განმავლობაში 394-ით გაიზარდა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 74,576-ს მიაღწია. ჩინეთის ხელისუფლების მტკიცებით, დაინფიცირების ასეთი მცირე მაჩვენებელი ქვეყანაში 23 იანვრის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

გუშინ მეცნიერებმა ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ახალი კრონავირუსი ძალიან ადვილად ვრცელდება მათ შორის იმ პაციეტებისგან, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები არ აქვთ.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print