საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრში „დედაენის დღეს“ აღნიშნავენ

21 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრში „დედაენის დღესთან“ დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება.


საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის დირექტორმა აიგულ ისაევამ რადიო „მარენულთან“ საუბრისას თქვა, რომ ცენტრის მოსწავლეები აზერბაიჯანელი პოეტების ლექსებს წაიკითხავენ. შეხვედრაზე საკუთარ ნომრებს წარადგენენ მარნეულელი ახალგაზრდა „მუღამის“ შემსრულებლებიც.

„ღონისძიების ძირითადი მიზანი ჩვენი ენის დაცვა და შენარჩუნებაა. ეთნიკურმა უმცირესობებმა უნდა შევძლოთ ჩვენი ენის დაცვა“ - გვითხრა აიგულ ისაევამ

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასწრება მოწვეულ სტუმრებთან ერთად სხვა დაინტერესებულ პირებსაც შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ 1999 წელს იუნესკომ 21 თებერვალი დედაენის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

რადიო „მარენული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები