ხაზარაძე მერაბიშვილთან თანამშრომლობას გამორიცხავს
პოლიტიკური პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ის ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს. ამის შესახებ ხაზარაძემ ჟურნალისტებს უთხრა. მისთვის ასევე მიუღებელია ხელისუფლების დამხობა და რევანში:

“მიუღებელია სიტყვა დამხობა. ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რევანში, უნდა დამთავრდეს ხელისუფლების დამხობის გზით და რევოლუციური გზით შეცვლა. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, პროგრესისთვის და ჩვენი ქვეყნის აღმოვლობისთვის და გამარჯვებისთვის.

ჩვენ მსგავს თანამშრომლობას არ ვაპირებთ, შესაბამისად, არანაირი შეხვედრა არ იყო და არც იგეგმება”,
– განაცხადა ხაზარაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს, 20 თებერვალს დატოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ, კი მან თქვა, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდება, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რომელ პარტიაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები