სიახლე
უკრაინაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
უკრაინაში 27 წლის საქართველოს მოქალაქე მოკლეს. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შემთხვევა სუმის ოლქის ქალაქ შოსტკაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება ერთ-ერთ კაფეში დაიწყო და შემდგომ ქუჩაში გადაინაცვლა. 25 წლის მამაკაცმა საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. ამასთანავე, შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს.

წყარო: inforustavi.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია