ჩვენ მეგობრები ვართ და მოვგვარდებით – მერაბიშვილი საააკაშვილის განცხადებაზე
შსს-ს ყოფილი მინისტრი, რომელიც პატიმრობიდან 20 თებერვალს გათავისუფლდა, მოკლედ პასუხობს კითხვას სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

სააკაშვილმა მერაბიშვილზე 10 თებერვალს ისაუბრა და მას პოლიტიკური ტაიმაუტის აღება ურჩია:

“მას შემდეგ, რაც ვანო ჩასვეს ციხეში, იმის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა”, – განაცხადა სააკაშვილმა და აიფონისა და უბერის მაგალითი მოიყვანა – მაგალითად, ასეთი აიფონები არ არსებობდა, ნოკიები იყო… არ იყო უბერი და ა.შ. ვანო როცა ჩასვეს, მსოფლიო იყო სხვა.

მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო, დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, დავტკბებოდი ჩემს შვილებთან ბედნიერებით, ვიმოგზაურებდი მსოფლიოში, გავიხედავდი, გამოვიხედავდი და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს”,
– განაცხადა სააკაშვილმა.

‘მთავარი არხის” ეთერში ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ ამ განცხადების შესახებ ჰკითხა, ეწინა თუ არა, რაზეც მერაბიშვილმა უპასუხა:

“ჩვენ მეგობრები ვართ და მოვგვარდებით. ჩვენ მეგობრები ვართ და ჩვენს აზრებს თავისუფლად ვუზიარებთ ერთმანეთს”.

“მე ვიძახი, რომ როცა პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, თუ ვინმეა პასუხისმგებელი , მე ვარ, იმიტომ, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობა მე მეკავა. მე ვთვლი, რომ ჩვენ არ უნდა დაგვეშვა ის, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე გასჩენოდა. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო ჭკვიანები, უფრო ლამაზები, უფრო მაღლები, უფრო ნიჭიერები, უფრო უკომპრომისოები, რათა არ გამოგვევლინა რაღაც სისუსტეები, არ მიგვეცა საშუალება, ხალხს რაღაც ჩვენი საქციელი შეცდომად ჩაეთვალა”, – განაცხადა მერაბიშვილმა.

“ახლა არ არის ნიშნის მოგების დრო, ახლა არის შერიგების და ყველას ერთიანობის დრო. პარტიებად დაყოფის დრო არ არის და არც შურსძიების”, – ასე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი მერაბიშვილის განცხადებას გადაცემის შემდეგ.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print