სიახლე
მცირეწლოვანი ბავშვი მეორე სართულიდან გადმოვარდა
ბორჯომში, 3 წლის ბავშვი სასტუმროს აივნიდან გადავარდა. შემთხვევა დღეს, 24 თებერვალს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი მესამე სართულის აივნიდან ჩამოვარდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდა თავისა და მუცლის ღრუს არეში. წუთი-წუთზე ველოდებით პასუხებს. სასწრაფომ რომ შემოიყვანა, გონზე იყო“,- განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა ირაკლი დიასამიძემ.

წყარო: inforustavi.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია