ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა
კასპის მუნიციპალიტეტში მამაკაცი ხანძარს ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით სოფელ დოესში 60 წლამდე მამაკაცმა ვენახის ბალახისგან გასუფთავება გადაწყვიტა. ბალახის ნაწილი ერთ ადგილზე მოაგროვა ხოლო ნაწილს კი ცეცხლი წაუკიდა.

მამაკაცი ცეცხლწაკიდებულ ბალახის ალყაში მოექცა, ალიდან თავი ვერ დააღწია და ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით ვენახის მეპატრონე სავარაუდოდ არაფხიზელმდგომარეობაში იმყოფებოდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი გამოიძახეს თუმცა ცეცხლის მანამდე მეზობლებმა ჩააქრეს.

მომხდარზე გამოძიბა სსკ 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: inforustavi.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები