მარნეულში ახალ გაჩერებებს ამონტაჟებენ
მარნეულში ახალ გაჩერებებს ამონტაჟებენ. ძველებისგან განსხვავებით, გაჩერებები ჯიხურის გარეშეა მოწყობილი და მათში მხოლოდ სკამებია მოთავსებული. მოსახლეობა დადებითადაა განწყობილი ამ გადაწყვეტილების მიმართ და ტრანსპორტის კეთილმოწყობასაც ითხოვს.

„ძალიან კარგია, რომ აკეთებენ. წვიმაში გარეთ დგომა არ მოგვიწევს , თან ტრანსპორტიც წარა-მარა არ გაჩერდება, მაგრამ ტრანსპორტიც მოსაწესრიგებელია, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“-ამბობს გაჩერებაზე მდგომი კაცი

„კარგს აკეთებენ, ტრანსპორტიც რომ მოაწესრიგონ ცუდი არ იქნება“


აღსანიშნავია, რომ მარნეულში ხუთამდე მოსაცდელი იყო, თუმცა არცერთი არ ფუნქციონირებდა და გარკვეულწილად საფრთხის შემცველიც იყო მოსახლეობისთვის.

მუნიციპალიტეტში მოსაცდელების დამონტაჟებას შპს „ალმა“ ახორციელებს, რომელმაც იანვრის თვეში აუქციონით სარგებლობის უფლება მიიღო მარნეულში არსებულ 14 ერთეულ მიწის ნაკვეთზე. მიწის ნაკვეთის საერთო ფართი შეადგენს 156 კვადრატულ მეტრს, რომლის წლიური იჯარა 1764 ლარია.

ამჟამად, მარნეულში, 4 მოსაცდელის მონტაჟი მიმდინარეობს, ნაწილს კი კომპანია წლის განმავლობაში დაამონტაჟებს. შპს „ალმა“ ვალდებული იქნება მოსაცდელების მოვლა/შენახვა უზრუნველყოს.

რადიო "მარნეული"
ედგარ მაზმანიანი
Print